ალმაზბეკ ატამბაევის მხარდამჭერებმა ტყვედაყვანილი სპეცრაზმელები გაათავისუფლეს
ყირგიზეთის ექსპრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის მხარდამჭერებმა, ტყვედაყვანილი ის სპეცრაზმელები გაათავისუფლეს, რომლებიც ატამბაევის დასაკავებლად სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. ამ ინფორმაციას ექსპრეზიდენტის წარმომადგენლები ავრცელებენ.
ალმაზბეკ ატამბაევის დასაკავებლად სპეცოპერაცია მის რეზიდენციასთან, სოფელ კოი-ტაშში გასულ ღამით დაიწყო. თუმცა, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებმა სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირების შედეგად, ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა და 52 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ჟურნალისტია. ექვსი სპეცრაზმელი კი ტყვედ აიყვანეს.
ალმაზბეკ ატამბაევის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ ექსპრეზიდენტისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რასაც ალმაზბეკ ატამბაევი პოლიტიკურ დევნად აფასებს.