„ალილო“ თამრიკო ჭოხონელიძის, მისი ქალიშვილისა და შვილიშვილის შესრულებით
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საშობაო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს, „ალილო“ შესრულდა.
„ალილო“ სამებაში თამრიკო ჭოხონელიძემ ქალიშვილთან მარიამ როინიშვილთან, შვილიშვილთან ელენე მახარაძესთან, ლიზა ჩიჩუასთან და სამების მგალობელთა გუნდთან ერთად შეასრულა.