ალისკის სამხრეთ-აღმოსავლეთით 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ცუნამის წარმოშობის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
კერძოდ კი, სტიქიის ზონაში ბრიტანეთის კოლუმბიისა და ალასკის სანაპირო ზოლი ხვდება. გაფრთხილება ასევე ეხება ჰავაისაც, სადაც ცუნამის პირველ ტალღებს, ადგილობრივი დროით 4:26 საათისთვის ელოდებიან.
გეოლოგიურ სამსახურში განმარტავენ, რომ ცუნამი შესაძლოა, სტიქიის ეპიცენტრიდან მნიშვნელოვნად დაშორებულ მანძილზეც კი დამანგრეველი აღმოჩნდეს.
სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი, ქალაქ კოდიაკიდან 280 კილომეტრის დაშორებით, 20 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.