ალიანსში გაწევრიანების შემდეგ პირველად, ნატო ფინეთში საარტილერიო წვრთნებს ატარებს
ალიანსში გაწევრიანების შემდეგ პირველად, ნატო ფინეთში საარტილერიო წვრთნებს ატარებს

ალიანსში გაწევრიანების შემდეგ პირველად, ნატო ფინეთში საარტილერიო წვრთნებს ატარებს.

ნატო-ს მასშტაბურ საარტილერიო წვრთნებში 3 600-ზე მეტი ჯარისკაცი და თითქმის 1000  ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.

„ჩვენ აქ ვართ, რათა დავარწმუნოთ პარტნიორები და მოკავშირეები, რომ შეგვიძლია, სამხედროები განვათავსოთ რთულ გარემოში, თუ ეს საჭირო იქნება, წვრთნები ჩავატაროთ ნებისმიერ გარემოში“, – განაცხადა 56-ე საბრძოლო სარდლობის მეთაურმა, ჯონ რაფერტმა.