ალი ასადოვი - ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ დამყარებულიყო მშვიდობა, იგივე ინტერესი გამოვხატეთ გასულ თვეში, ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ
ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ დამყარებულიყო მშვიდობა. გასულ თვეში, ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ჩვენ იგივე ინტერესი გამოვხატეთ, რომ დამკვიდრდეს მშვიდობა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ალი ასადოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანს შესანიშნავი ეკონომიკური-სავაჭრო დაკავშირების შესაძლებლობა აქვს ოთხიდან სამ მეზობელ ქვეყანასთან.
„მეზობელი ქვეყნის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წამოჭრა საკითხი და მინდა, ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ამის მიმართ. ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა პოზიცია, რომ დამყარებულიყო მშვიდობა. გასულ თვეში, ამ ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ჩვენ იგივე ინტერესი გამოვხატეთ, რომ დამკვიდრდეს მშვიდობა, რომელიც შეეხება, განსაკუთრებით, სატრანსპორტო სფეროს, იმ დეკლარაციის შესაბამისად, რომელიც 2020 წლის 9 და 10 ნოემბერს გაფორმდა. აზერბაიჯანი ძალიან ბევრს მუშაობდა, რათა თავისი ასეთი პოზიცია წარმოეჩინა. ჩვენ გვინდა, რომ ეს კომუნიკაცია ნამდვილად ღიად მიმდინარეობდეს. ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუკი მეორე მხარეც მოისურვებს, ჩვენ შეგვიძლია, წინ წავიდეთ და სხვა შესაძლებლობებიც გამოვიყენოთ“, – განაცხადა ალი ასადოვმა.
თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება, რომელშიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებიც მონაწილეობენ.