„ალფა ბანკის“ ხელმძღვანელი - ევროკავშირში თუ ჰგონიათ, სანქციების გამო მივალ პუტინთან და ვეტყვი, ომი დაასრულოს და ეს იმუშავებს, მაშინ ვშიშობ, ყველას დიდი თავსატეხი გვაქვს
ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს თუ ჰგონიათ, რომ სანქციების გამო მე მივალ პუტინთან და ვეტყვი, ომი დაასრულოს და ეს იმუშავებს, მაშინ ვშიშობ, რომ ჩვენ ყველას დიდი თავსატეხი გვაქვს“, – მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ოლიგარქმა, „ალფა ბანკის“ ხელმძღვანელმა მიხაილ ფრიდმენმა განაცხადა.
როგორც „ბიბისი“ წერს, მიხაილ ფრიდმენმა აღნიშნული განცხადება „ბლუმბერგთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.
„ეს ნიშნავს, რომ მათ ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, არაფერი ესმით, როგორ მუშობს რუსეთი და ეს მომავლისთვის სახიფათოა. პუტინის და ნებისმიერი სხვა ადამიანის ძალაუფლებას შორის მანძილი ისეთივეა, როგორც მანძილი დედამიწასა და კოსმოსს შორის. პუტინისთვის ომის საწინააღმდეგო რამის თქმა ნებისმიერისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა“, – განაცხადა ფრიდმანმა.
ცნობისთვის, მიხეილ ფრიდმენი ევროკავშირისა და ამერიკის სანქციების სიაშია.