ალექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთთან მშვიდობიანი შეთანხმება შეუძლებელია და საჭიროა მხოლოდ აგრესორის კაპიტულაცია
უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთთან მშვიდობიანი შეთანხმება შეუძლებელია, საჭიროა მხოლოდ აგრესორის კაპიტულაცია. დანილოვის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რუსეთთან ჩვენ შეგვიძლია, ხელი მოვაწეროთ მხოლოდ მის კაპიტულაციას“, – განაცხადა დანილოვმა.
ამასთან, დანილოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა ჯერ არ გეგმავს მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებას. მისი თქმით, ამჟამად მობილიზებულები წვრთნას გადიან.
ალექსი დანილოვმა ასევე შეუსრულებელი უწოდა რუსეთის სურვილს, 9 მაისამდე დაიკავოს უკრაინის სამხრეთი და დნესტრიპირეთამდე მივიდეს.