ალექსი ბატიაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარტიული არ არის, ამას კატეგორიულად უარვყოფთ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, ბევრი შეკითხვა დაისვა, რომლებსაც პასუხები გასცა.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარტიული არ არის და ასეთ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს.
„კომიტეტის სხდომამ საინტერესოდ ჩაიარა, ბევრი შეკითხვა იყო, რომლებსაც პასუხები გავეცი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის პარტიული, ამას არ ვადასტურებთ და კატეგორიულად უარვყოფთ“, – განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.