ალექსეი რეზნიკოვმა ლოიდ ოსტინთან უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი განიხილა
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი განიხილა. ამის შესახებ რეზნიკოვმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„მივესალმები პროვოკაციებზე რეაგირების არქონის და შანტაჟის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის აშშ-ის მკაფიო პოზიციას. ასევე განვიხილეთ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში ამერიკული დახმარების მორიგი პაკეტი. დეტალები მოგვიანებით“ , – წერს რეზნიკოვი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის და უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს შორის სატელეფონო საუბარი მოსკოვის ბრალდებების ფონზე შედგა, თითქოს კიევი „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს.