ალექსეი ნავალნისა და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისა და მისი თანაგუნდელების, ლეონიდ ვოლკოვისა და ივან ჟდანოვის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ საქმე აღძრულია პიროვნებისა და მოქალაქეების უფლებების შემლახავი არაკომერციული ორგანიზაციის შექმნის მუხლით.
შესაბამის ინფორმაციას ოპოზიციონერის გუნდი ავრცელებს. როგორც ალექსეი ნავალნის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, ახალი საქმე ჯერ კიდევ 2 თებერვალს აღიძრა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი ახლა გახდა.
ამასთან, 17 მაისს დაგეგმილია სასამართლო სხდომა, რომელზეც ალექსეი ნავალნის მომხრეების მიერ შექმნილი სტრუქტურების ექსტრემისტულ ორგანიზაციებად აღიარების საკითხი უნდა განიხილონ.
დღესვე, სასამართლომ ძალაში დატოვა ცილისწამების საქმეზე ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი.
20 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ვეტერან იგნატ არტემენკის მიმართ ცილისწამების საქმეზე 850 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. ალექსეი ნავალნის რეპუტაციის შემლახავი ცნობების საჯარო გავრცელების მიზნით, სოციალურ ქსელებში ცილისწამების გამოქვეყნებაში ედება ბრალი.
დღეს აპელაციის განხილვისას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიმშილობის შემდეგ პირველად გამოჩნდა. როგორც თავად ნავალნი ამბობს, ის 72 კილოგრამს იწონის