ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაშია, მისი პრესმდივნის, კირა იარმაშის ინფორმაციით, ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.
„ჩვენ ვთვლით, რომ ალექსი ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოწამლეს, რადგან მას დილით მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული. ექიმები ამბობენ, რომ ტოქსინები ცხელ სითხეში სწრაფად შეიწოვება. ალექსეი ახლა უგონო მდგომარეობაშია“,- განაცხადა პრესმდივანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავალნიმ ჩაი ფრენამდე, ტომსკის ერთ-ერთ კაფეში დალია.