ალექსეი ნავალნის მომხრეები მორიგ საპროტესტო აქციას 14 თებერვალს გეგმავენ
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მომხრეებმა მორიგი საპროტესტო აქცია დაანონსეს. მათი განცხადებით, მომდევნო აქცია 14 თებერვალს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ალექსეი ნავალნის რეგიონული შტატების ხელმძღვანელზე, ლეონიდ ვოლკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შემდეგი აქცია 14 თებერვალს გაიმართება. დღეს და ხვალ საზოგადოებას აქციის ფორმატის შესახებ დეტალებს გავაცნობთ. ეს იქნება სრულიად განსხვავებული ფორმატი“, – განაცხადა ლეონიდ ვოლკოვმა.
ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქცია რუსეთში იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში გაიმართა. საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერის მეუღლე და ათასობით ადამიან, მათ შორის ჟურნალისტები დააკავეს.