ბერლინის კლინიკაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომაროება გაუმჯობესდა.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოიწამლა. ის 22 აგვისტოს ახლობლების მოთხოვნით ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ნავალნი უკვე 20 დღეა ხელოვნურ კომაშია. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის შხამით მოწამლეს. რუსეთი ოპოზიციონერის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.