ალექსეი დანილოვის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განკარგულებებს ხელი მოაწერა
ალექსეი დანილოვის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განკარგულებებს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი.

გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა უკრაინული მედიის ეთერში განაცხადა.

„დღეს უკრაინის პრეზიდენტმა სანქციების ამოქმედების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლებიც შემუშავებული იყო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ. ეს ძალიან დიდი, რთული და შრომატევადი სამუშაო იყო. მას შემდეგ, რაც დღეს ეს სანქციები გამოქვეყნდება, ვფიქრობ, იქ რუსეთის ფედერაციის ოლიგარქების საკმაოდ მოულოდნელი გვარები იქნება და ძალიან ბევრი კომპანია, საწარმო”, – განაცხადა დანილოვმა.