ალექსეი დანილოვი - რუსეთი განწირულია დაშლისთვის და ეს პროცესები უკვე მიმდინარეობს
ალექსეი დანილოვი - რუსეთი განწირულია დაშლისთვის და ეს პროცესები უკვე მიმდინარეობს

რუსეთი განწირულია დაშლისთვის და ეს პროცესები უკვე მიმდინარეობს, თუმცა პროცესები სწრაფად არ წარიმართება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვის თქმით, რუსეთის დაშლა დაიწყო 24 თებერვალს, როდესაც ოკუპანტებმა ვერ განახორციელეს თავიანთი გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით. დანილოვმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც კვლავ აფერხებს აგრესორი ქვეყნის დაშლას, არის მის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მალე ბევრი რუსი გამოჩნდება, რომლებიც შეეცდებიან პუტინის ქმედებებისგან განცალკევებას. მისივე განცხადებით, ადგილობრივი ოლიგარქიული ჯგუფები შეიძლება, გახდეს ჭეშმარიტად უკონტროლო, თუ რუსეთში მაინც განხორციელდება გადაწყვეტილება „კერძო“ ჯარების შექმნის შესახებ.

„ჩვენ გვესმის, რომ დასავლეთისთვის არ არის ძალიან სასიამოვნო, თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება. ისინი უკვე ეძებენ, ვინ იქნება მემკვიდრე პუტინის შემდეგ. დღეს კი ხვდებიან, რომ ეს სიტუაცია უნდა იყოს კონტროლირებადი. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ 1991 წლიდან რუსეთთან დაკავშირებული ყველანაირი ექსპერიმენტით, სადაც იყო ვითომდა დემოკრატიის ხანმოკლე პერიოდი, რომელიც გაგრძელდა არაუმეტეს 1.5-2 წლისა“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.