ალექსეი დანილოვი მიამიტურს უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ომი ერთ კვირაში ან მაისში დასრულდება
ალექსეი დანილოვი მიამიტურს უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ომი ერთ კვირაში ან მაისში დასრულდება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი მიამიტურს უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ომი მაისში ან ერთ კვირაში დასრულდება. მისი თქმით, რუსეთი არ არის იმდენად სუსტი, როგორც ეს უკრაინელებს სურთ, ფრონტზე შემდგომი სიტუაცია კი დამოკიდებული იქნება დასავლური შეიარაღების მიწოდებაზე.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადებები დანილოვმანოვოიე ვრემიასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ის ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ ომი დასრულდება მაისში ან ერთ კვირაში, მიამიტები არიან. ეს არის ძალიან რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესი, ჩვენი პარტნიორების დახმარება იარაღით არის დღეს საკვანძო მომენტი სიტუაციის განსაზღვრისთვის. იმის მიხედვით, თუ რისი მოწოდება და რა ვადებში მოხდება, სასწორი გადაიხრება ხან ერთ და ხან მეორე მხარეს“, – განაცხადა დანილოვმა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აღნიშნავს, რომ რუსეთი არ არის ისეთი სუსტი, როგორც უკრაინელებს სურთ, თუმცა ახლა ფრონტზე შესაძლებელი გახდა გარკვეული პარიტეტის მიღწევა.

მისი თქმით, ოკუპანტებს ძალიან უჭირთ წინსვლა, ამიტომ ისინი აამოქმედებენ თავიანთ წყალქვეშა ნავებს, ფლოტს და სხვა სამხედრო კომპონენტებს.

„თუმცა, აღვნიშნავ, რაც შეეხება თვითმფრინავებს, სტრატეგიულ ავიაციას, ჩვენი ტერიტორიის ძალიან ძლიერი შთამბეჭდავი შესაძლებლობების მქონე რაკეტებით დაბომბვას, ეს ყველაფერი ჩვენზე ყოველდღიურად განაგრძობს მუშაობას“, – აღნიშნა დანილოვმა.