ალექსეი არესტოვიჩი - საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ კურსს ატარებს
სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება, საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ კურსს ატარებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.
„ისინი არ ფიქრობენ ან თავის თავს ფიქრის საშუალებას არ აძლევენ. სააკაშვილი თუ ციხეში დაიღუპება, ყველა იტყვის, რომ ის მოკლეს. ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლის ძლიერი ფაქტორი გახდება, პროვოკაციების, მასობრივი არეულობების, რევოლუციების და ა.შ. ჩათვლით, თუნდაც ასე არ იყოს, არჩევნებზე ითამაშებს როლს. ჩნდება კითხვა, ვისი ეშინიათ მათ? პასუხი ძალიან მარტივია: მისი, ვის შიშსაც სომხეთიც მალე შეწყვეტს ან უკვე შეწყვიტა“, – თქვა ალექსეი არესტოვიჩმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიების მეოთხედი ოკუპირებულია და რუსეთმა საქართველოს უზარმაზარი უბედურება მოუტანა.