ალექსეი არესტოვიჩი - რუსეთმა მიაღწია იმას, რაც სურდა - დასავლეთს თავს მოახვია მრავალპოლარული მსოფლიო
რუსეთმა უკვე მიაღწია იმას, რაც სურდა, ეს არ არის სახმელეთო დერეფანი ყირიმში, როგორც ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს. რუსეთმა ეს ომი როცა დაიწყო, მაშინ მსოფლიო არ იყო მრავალპოლარული, ახლა, ფაქტობრივად, მრავალპოლარულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა გადაწყვიტა თავისი მთავარი ამოცანა – დასავლეთს თავს მოახვია მრავალპოლარული მსოფლიო.
არესტოვიჩის განცხადებით, პუტინის მიერ ომის დაწყების მიზანი იყო დასავლეთისთვის იმის ჩვენება, რომ რუსეთი უნდა ჩათვალონ მოთამაშედ, რომლის ინტერესებიც გასათვალისწინებელია.
„შედეგად, ახალი „იალტის“ სამიტი ისეთი იქნება, როგორიც მათ სურდათ. ეს შეიძლება, არ იყოს იმ საზღვრებში, რომელიც მათ სურდათ, შესაძლოა, ვერ შეასრულონ კერძო ამოცანები ამასთან დაკავშირებით; სადღაც მეტს მიიღებენ, ზოგან – ნაკლებს, მაგრამ მათ გადაწყვიტეს მთავარი ამოცანა – ეს ომი პუტინმა დაიწყო არა იმისთვის, რომ დაეპყრო უკრაინა, არამედ დაიწყო განსაკუთრებით დასავლეთისთვის იმის საჩვენებლად, რომ მათი სურვილის პასუხად, აეშენებინათ მრავალპოლარული მსოფლიო რუსეთისა და სხვების ინტერესების გათვალისწინების გარეშე, რუსეთი მზად არის, გამოიყენოს შეიარაღებული ძალა იმდენხანს და იმ სიძლიერით, რამდენიც საჭირო იქნება, რომ ის ჩათვალონ მოთამაშედ, რომელთანაც უნდა ივაჭრო და რომლის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. უხეშად რომ ვთქვათ, რუსების გადმოსახედიდან, გლობალური სამხრეთის გამო, დასავლეთი უნდა გადააჩვიონ ნეოიმპერიალიზმს“, – განაცხადა არესტოვიჩმა.