ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანას ბირთვული ომის საფრთხის წინაშე ვერ დააყენებს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანას ბირთვული ომის საფრთხის წინაშე ვერ დააყენებს.
„ანუ, ხალხი, რომელსაც საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შეეშინდა, რუსეთს ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დააყენებს?“, – იკითხა არესტოვიჩმა „ბიბისისთან“ ინტერვიუს დროს.
ამასთან, არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ „პუტინი არის ადამიანი, რომელიც მოსაუბრისგან 20 მეტრში ზის და ყველაფრის ეშინია, აშენებს სასახლეებს და იახტებს, არა იმისთვის, რომ დაიღუპოს ბირთვული ომის ბოლში“.
„ხალხი, რომელსაც შეეშინდა საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, რადგან რუსეთში ამით სოციალური ვითარება შეიცვლებოდა, არასდროს დააყენებს ქვეყნას ბირთვული ომის საფრთხის წინაშე“, – განაცხადა არესტოვიჩმა და აქვე დასძინა: „ასეთ შემთხვევაში მას, ძალიან დიდი ალბათობით, საკუთარი დაცვა ესვრის“.
არესტოვიჩის თქმით, ქიმიური თავდასხმით დამუქრება მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დროს იყო ეფექტური, რადგან არავინ იცოდა მასთან გამკლავების გზები.