ალექსეი არესტოვიჩი - ბაიდენი, პუტინი და სი ძინპინი შვეიცარიაში მშვიდობის სამიტზე არ მიდიან, ამით აჩვენებენ, რომ ზელენსკის გეგმა არ იმუშავებს, დიდ ბიჭებს საკუთარი გეგმა აქვთ
ბაიდენი, პუტინი და სი ძინპინი შვეიცარიაში მშვიდობის სამიტზე არ მიდიან. ამით აჩვენებენ, რომ ზელენსკის გეგმა არ იმუშავებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელში წერს.
„პუტინი განცხადებებს აკეთებს მშვიდობის შესახებ. ბაიდენი, პუტინი და სი შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე არ მიდიან. ამით აჩვენებენ, რომ ზელენსკის გეგმა არ იმუშავებს. დიდ ბიჭებს საკუთარი გეგმა აქვთ და მას განახორციელებენ. ეს გეგმა პუტინმა და სი ძინპინმა პეკინში გაახმოვანეს: ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება სტამბოლის შეთანხმებებით“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.