ალექსეი არესტოვიჩი - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკეთა ის, რითაც ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე ერი თუ დაიტრაბახებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკეთა ის, რითაც ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე ერი თუ დაიტრაბახებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანმა შეძლო გრძელვადიანი და გონივრული სტრატეგიის გატარება, რითაც აღადგინა და დაიბრუნა საკუთარი ტერიტორიები.
„ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე ერს შეუძლია ასეთი რამით ტრაბახი“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
„ამ გეგმის განხორციელება დაიწყო ომის დასრულებისთანავე. მაგალითად, ფიზულიში აეროპორტის აღდგენა რეკორდულად მოკლე ვადაში მოხერხდა, რაც საოცარია. ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად შორს იყურებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლება“, – ამბობს არესტოვიჩი.