ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი რეიტინგი არის დღეს პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგი. მე ჩემს თავს პრეზიდენტისგან არ გამოვყოფ და არასდროს ვუმუხთლებ ადამიანებს, რომლებთანაც ვმუშაობ. შეიძლება, მე სხვადასხვა მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ მათ არ ვასაჯაროვებ. არასდროს გამომაქვს გარეთ დაპირისპირება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, ომის დროს საპრეზიდენტო ამბიციებზე საუბარი არაკორექტულია, თუმცა მან აღიარა, რომ მსგავსი ამბიციები აქვს.

ზელენსკი თუ მეორე ვადით იყრის კენჭს, მე ცხადია, მას არ გადავეღობები, არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ამასთან, მანვე დაამატა, რომ სხვა შემთხვევაში იყრის კენჭს უკრაინის პრეზიდენტად.

„მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო, ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ბევრი გავაკეთო“, – განაცხადა არესტოვიჩმა.