ალექსანდრ ვუჩიჩი - ევროპა სერბეთზე ზეწოლას ახორციელებს და კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შემოთავაზებულ გეგმაზე დათანხმებას მოითხოვს
ჩვენ თუ გვაქვს არჩევანი იზოლაციასა და სანქციებს შორის, ან ჩვენ უნდა დავთანხმდეთ ყველაფერზე, მათ შორის კოსოვოს გაერო-ში გაწევრიანებას, ან მაშინ მე კომპრომისის გზის მომხრე ვარ, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
ვუჩიჩის თქმით, ევროპა სერბეთზე ზეწოლას ახორციელებს და კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შემოთავაზებულ გეგმაზე დათანხმებას მოითხოვს, პარალელურად, კომპრომისის გარეშე, სერბეთს დასავლური ინვესტიციების გასვლით და ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტით ემუქრება.
ვუჩიჩის განცხადებით, დასავლელმა დიპლომატებმა მას მკაფიო სიგნალი მისცეს, თუ სერბეთი არ დათანხმდება გეგმას, ქვეყანას წევრობის თაობაზე მოლაპარაკებებისა და დასავლური ინვესტიციების შეწყვეტა ემუქრება.