ალექსანდრე ვუჩიჩი აცხადებს, რომ ბელგრადში აქციები ემსახურებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას, რაშიც აქციის მონაწილეებს სხვა ქვეყნები ეხმარებოდნენ
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ შეტაკებებს ეხმაურება.
როგორც მედია წერს, ვუჩიჩმა დაგმო შეტაკებები და განაცხადა, რომ ეს აქციები ემსახურებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას, რაშიც აქციის მონაწილეებს სხვა ქვეყნები ეხმარებოდნენ.
სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, მას აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ დასავლეთი ცეცხლს ანთებს.
სერბეთში გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქციები გაიმართა, რაც სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები ბელგრადის მერიაში შეჭრას შეეცადნენ. მათ დააზიანეს შენობის ინფრასტრუქტურა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.