ალექსანდრე ვინიკოვი - ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს
მივესალმებით მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კანონპროექტის გაწვევას, ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა, რომლის კომენტარსაც საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი ავრცელებს.
„ნატო-მ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც, მიგვაჩნია, რომ უკან გადადგმული ნაბიჯი იყო და მასშტაბური პროტესტი გამოიწვია.
საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
სწორედ ამიტომ მივესალმებით მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონპროექტის უპირობო გაწვევას.
ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.