ალექსანდრე შტელინი - გამოდის, „კოლხეთს“ ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელება არ სურს
ეროვნულ ლიგაში, პლეი ოფში ალექსანდრე შტელინის ხელმძღვანელობით ფოთის „კოლხეთმა“ მარტვილის „მერანი“ ორრაუნდიან დაპირისპირებაში დაამარცხა და ეროვნული ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. მაგრამ შესაძლოა, შტელინმა გუნდი დატოვოს. ამის შესახებ უკრაინელმა სპეციალისტმა პირველ არხთან თავად განაცხადა.
„ფოთის „კოლხეთთან“ კონტრაქტი 31 დეკემბერს მიმთავრდება, მაგრამ სეზონი დასრულდა და არავინ დამლაპარაკებია. „მერანთან“ მატჩის შემდეგაც არავის არაფერი უთქვამს. ამას მარტივი ახსნა აქვს – რადგან წინადადება არაა, გამოდის, ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელება არ სურთ. მაგრამ დეკემბრის ბოლოს დაველოდები და მერე ყველაფერი ზუსტად მეცოდინება“ – ამბობს შტელინი.