ალექსანდრე რაქვიაშვილი - ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე პროგნოზებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ მივაქცევდი, ევროპელები ავტორიტარულ ქვეყნად თუ შეგვაფასებენ, არც უვიზო გვექნება და არც არაფერი
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე პროგნოზებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ მივაქცევდი, ევროპელები ავტორიტარულ ქვეყნად თუ შეგვაფასებენ, არც უვიზო გვექნება და არც არაფერი

ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე პროგნოზებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ მივაქცევდი, რადგან ისედაც ცხადია, რომ თუ ევროპელები შეგვაფასებენ ავტორიტარულ ქვეყანად, იქ არც ვიზალიბერალიზაცია გვექნება და არც არაფერი, მაგრამ ეს არის ჰიპოთეტური სცენარი, რაც შეიძლება, დადგეს, შეიძლება – არა. ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ეს მოხდება, – ასე უპასუხა „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტის კითხვას.

რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს გამოცემა Politico-ს სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, „ევროკავშირი მზად არის, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს, თუ „ქართული ოცნება“ თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს“.

რაქვიაშვილის თქმით, 26 ოქტომბრამდე არაფერი მოხდება, მაგრამ ქართველი ხალხი თუ სწორ არჩევანს გააკეთებს, არაფერი მოხდება; თუ ცუდ არჩევანს გააკეთებს, ასევე არის შანსი, „ქართული ოცნება“ გონს მოეგოს და ქვეყანაში მთლად საგიჟეთი არ მოაწყოს.

„დემოკრატიული ინსტიტუტები თუ მართლა დავანგრიეთ, ცხადია, ევროპელები ჩვენ წინააღმდეგ სანქციებს გამოიყენებენ. ეს დაშინების ნაწილია – „ქართული ოცნება“ ომით გვაშინებს, ოპოზიცია – ვიზელიბერალიზაციის შეჩერებით. პოლიტიკა შიშით არ უნდა იყოს მართული“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.