ალექსანდრე რაქვიაშვილი - ვფიქრობ, კეზერაშვილი „ქოცებთან“ დალაგებული იყო და ეჭვიც არ მეპარება, რომ პენსიონერებს შეთანხმებულად ძარცვავდნენ
ვფიქრობ, კეზერაშვილი „ქოცებთან“ დალაგებული იყო და ეჭვიც არ მეპარება, რომ პენსიონერებს შეთანხმებულად ძარცვავდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურ მოძრაობისთვის“ პრეტენზიების წაყენების ნაცვლად, საკუთარი ფინანსები უნდა გაასაჯაროოს.
„როგორ მოქმედებდნენ ქოლცენტრები საქართველოში ისე, რომ სპეცსამსახურებმა ეს არ იცოდნენ? სინამდვილეში, ეს რთულად დასაჯერებელია. როგორც ჩანს, რაღაც მომენტში „ოცნება” და კეზერაშვილი დალაგებულები იყვნენ, შემდეგ იჩხუბეს და ახლა კონკურენტს იშორებენ ან მათ შორის გაუგებრობაა. პარტიები რომ არალეგალურად ფინანსდებიან, ეს „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე კარგად იცის. იმის ნაცვლად, რომ პრეტენზია „ნაციონალურ მოძრაობას“ წაუყენონ, მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება უნდა დაიწყოს.
სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ამ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. ევროპელების გადმოსახედიდან, საერთოდ არაფერი ხდება, ის რიგითი ადამიანია. გინახავთ, რომ ფილმის გამო ადამიანს იჭერდნენ? გამოძიება გამოძიებაა, BBC კი BBC-ია. მგონია, რომ კეზერაშვილი „ქოცებთან“ დალაგებული იყო და ასე ფუნქციონირებდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ პენსიონერებს შეთანხმებულად ძარცვავდნენ. მგონი, შალვა პაპუაშვილს შეთქმულების თეორია აქვს, რადგან არასერიოზულია, რომ მთელი ევროპა კეზერაშვილის სიყვარულში გაერთიანდა „ნაცების“ დაფინანსების გამო“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.