ალექსანდრე რაქვიაშვილი - სააკაშვილი აბსოლუტურად მართალია, რადგან რთულად წარმოსადგენია, ვიღაცამ გვარამიაზე იფიქროს, რომ „ახლები“ არ არიან „ნაცები“
მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად მართალია, რადგან რთულად წარმოსადგენია, ვიღაცამ გვარამიაზე იფიქროს, რომ „ახლები“ არ არიან „ნაცები“, – ასე უპასუხა „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რაც მთავარია, „ნაცებისგან“ განსხვავებით, გვარამიას აშკარად ფული აქვს.
„ეს ბიძინას ფული თუ არ არის და სხვა წყაროდან მოდის, მით უმეტეს, კარგი სინერგია იქნება, რომ „ნაცმოძრაობა“ და გვარამია გაერთიანდნენ. მათ თუ ბიძინა აფინანსებს, ეს ერთობა არ შედგება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „ჩემი ინიციატივა თავიდანვე იყო, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ“.