ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ქართული ოცნება“ საარჩევნო პლაკატებით ადამიანობაში ჩაიჭრა, შედარება თუ უნდოდათ, წარსულიდან „ნაცების“ დროინდელი კადრები აეღოთ
„ქართული ოცნება“ საარჩევნო პლაკატებით ადამიანობაში ჩაიჭრა, შედარება თუ უნდოდათ, წარსულიდან „ნაცების“ დროინდელი კადრები აეღოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.
„2009 წელს, არჩევნების დროს უკრაინელებს რომ ასეთი პლაკატები გაეკეთებინათ და ჩვენი დაღუპული მებრძოლები, მშვიდობიანი მოსახლეობა, დანგრეული სოფლები და გვერდზე გაღიმებული უკრაინელები დაეხატათ და ეთქვათ, რა კარგია იანუკოვიჩის დროს ცხოვრებაო, ჩვენ როგორ შევაფასებდით? მგონი, უკრაინელებს გავლანძღავდით ხომ? – ჩვენს უბედურებაზე ქულებს იწერენო. „ნაცების“ შედარება თუ უნდოდათ, წარსულიდან მათი დროინდელი კადრები აეღოთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.