ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ქართულ ოცნებას“ მომავალ პარლამენტში ასი დეპუტატი თუ ეყოლება, მგონი, ჩვენი ქვეყნის წინაშე უფრო სერიოზული პრობლემები იქნება, ვიდრე პრეზიდენტის იმპიჩმენტია
„ქვეყანაში იმდენად პასიური საარჩევნო კამპანიაა, რომ ასეთი უცნაური ნიუსებიც ნიუსი ხდება. რა იმპიჩმენტი უნდა მოუწყო პრეზიდენტს, რომლის უფლებამოსილება დეკემბერში თუ ნოემბრის ბოლოს იწურება? – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმპიჩმენტს პრაქტიკული დატვირთვაც კი არ აქვს.
„იმპიჩმენტის პროცედურა საბაბია, რომ კიდევ ერთხელ ერთმანეთზე ილაპარაკონ, გალანძღონ და ა.შ. არ მგონია, ჩვენს ცხოვრებაში ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. თუ „ქართულ ოცნებას“ მომავალ პარლამენტში ასი დეპუტატი ეყოლება, მგონი, ჩვენი ქვეყნის წინაშე უფრო სერიოზული პრობლემები იქნება, ვიდრე პრეზიდენტის იმპიჩმენტია. იმედია, ეს არ მოხდება და „ქართულ ოცნებას“ არა თუ ასი ხმა, არამედ უბრალო უმრავლესობაც არ ექნება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.