ალექსანდრე რაქვიაშვილი - ოპოზიციონერი კოლეგებისადმი მაქვს რჩევა, ჩამოყალიბდნენ, პრემიერი ან მართვადი ადამიანია, ან სერიოზულ დისკუსიას ვიწყებთ
„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერის მოსმენის დროს, ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით კითხვების ნაკლებობა არ იქნება.
მისივე თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩება იმ მიზეზით, რომ მოსმენა პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდება.
„პრემიერ-მინისტრთან ბევრი კითხვა შეიძლება, იყოს, დაწყებული ეკონომიკიდან, პოლიტიკური მდგომარეობით დამთავრებული. კითხვების ნაკლებობა არ იქნება. ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, რომლებიც ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრისგან სერიოზულ დისკუსიას ელოდებიან და მეორე მხრივ, იმავე მომენტში მიიჩნევენ, რომ ის რუსეთის აგენტი, მართვადი ადამიანია და ასე შემდეგ, როცა ასეთი ინიციატივები ჩნდება, ყოველთვის მაქვს რჩევა, ჩამოყალიბდნენ – ან მართვადი რუსეთის აგენტია ან სერიოზულ დისკუსიას ვიწყებთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი კითხვა გვექნება. ასევე, მოლოდინი მაქვს, ბევრ კითხვაზე პასუხი არ იქნება გაცემული, რადგან მოსმენა პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდება“, – გნაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპელაციის წესით პარლამენტში 27 მაისს წარდგება.