ალექსანდრე რაქვიაშვილი - მამუკამ ალეკოს აპატია, ნამდვილი ქრისტიანული საქციელია, მესმის, გახარიამ ბევრი დააშავა, მაგრამ ისიც იმსახურებს პატიებას
„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ალეკო ელისაშვილის „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებასთან შეერთებას ეხმაურება.
როგორც რაქვიაშვილი აღნიშნავს, მათ ერთობის გაფორმებას ულოცავს და იმედოვნებს, რომ კიდევ ბევრ ლიდერს, მათ შორის გიორგი გახარიასაც იხილავს ამ გაერთიანებაში.
„მამუკამ ალეკოს აპატია. ნამდვილი ქრისტიანული საქციელია. ვულოცავ ორივე პარტიას მათი ლიდერების ერთობის გაფორმებას. ვიმედოვნებ, კიდევ ბევრ ლიდერს ვიხილავ თქვენს ერთობაში, გახარიას ჩათვლით. მესმის, ბევრი დააშავა, მაგრამ ისიც იმსახურებს პატიებას“, – წერს რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობის, „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას დღეს შეუერთდა.