ალექსანდრე რაქვიაშვილი - დიდი ინტერესით დავაკვირდები, ვისთან შექმნის „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციას, ეჭვი მეპარება, ქვეყანაში მოიძებნოს პარტია, რომელთანაც წინასაარჩევნოდ რაღაც ტიპის გაერთიანებაში შევალთ​
ალექსანდრე რაქვიაშვილი - დიდი ინტერესით დავაკვირდები, ვისთან შექმნის „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციას, ეჭვი მეპარება, ქვეყანაში მოიძებნოს პარტია, რომელთანაც წინასაარჩევნოდ რაღაც ტიპის გაერთიანებაში შევალთ​

დიდი ინტერესით დავაკვირდები, ვისთან შექმნის „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციას, მე ეჭვი მეპარება, ქვეყანაში მოიძებნოს პარტია, რომელთანაც წინასაარჩევნოდ ჩვენ რაღაც ტიპის გაერთიანებაში შევალთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას, სადაც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.

„შეიძლება, ლევან ხაბეიშვილს უნდა, რომ რაღაც დიდი კოალიცია შევქნათ „ნაციონალური მოძრაობის“ საფუძველზე და სრულიად მისი უფლებაა, რატომაც არა. ლაპარაკი პრობლემა არ არის. დიდი ინტერესით დავაკვირდები, ვისთან შექმნიან კოალიციას, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცები მოიძებნებიან.

კოალიციის და გაერთიანების ფორმატში მასთან თანამშრომლობის რესურსს, რა თქმა უნდა, არ ვხედავთ. ზოგადად, ეჭვი მეპარება, რომ ქვეყანაში მოიძებნება პარტია, რომელთანაც ჩვენ რაღაც ტიპის ასეთ, წინასაარჩევნო გაერთიანებაში შევალთ. მაგრამ, ზოგადად, ლაპარაკი, ვიღაც ინიციატივით გამოდის, რამეზე ვილაპარაკოთო, კარგი ინიციატივაა, ჩვენ რომც არ ვთანხმდებოდეთ პოზიციებში. სამომავლო გეგმებში ლაპარაკი ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ჩხუბი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.