ალექსანდრე რაქვიაშვილი - აზრზე არ ვარ, რა იგულისხმა ნიკა მელიამ, მის გამოსვლებს არანაირი შინაარსი არ აქვს ხოლმე, რამე კონკრეტულს თუ აპირებს, პირდაპირ თქვას
ალექსანდრე რაქვიაშვილი - აზრზე არ ვარ, რა იგულისხმა ნიკა მელიამ, მის გამოსვლებს არანაირი შინაარსი არ აქვს ხოლმე, რამე კონკრეტულს თუ აპირებს, პირდაპირ თქვას

აზრზე არ ვარ, რა იგულისხმა ნიკა მელიამ. მის გამოსვლებს არანაირი შინაარსი არ აქვს ხოლმე. რამე კონკრეტულს თუ აპირებს, პირდაპირ თქვას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალქსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით რაქვიაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მელია აღნიშნავს: „ან გავიგებთ, რომ სააკაშვილის პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში, ან უნდა დავიწყოთ მოქმედება, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ მეთოდს“.

„როგორც ყოველთვის, მელიამ ისე ილაპარაკა, რომ არაფერი თქვა. აზრზე არ ვარ, რა იგულისხმა. როგორც წესი, მის გამოსვლებს არანაირი შინაარსი არ აქვს ხოლმე. რამე კონკრეტულს თუ აპირებს, პირდაპირ თქვას. ეს განცხადება ნებისმიერი შინაარსის შეიძლება იყოს, მათ შორის ისეთიც, რომელიც საფრთხეს არ ქმნის არავისთვის ან შეიძლება, სერიოზულ საპროტესტო აქციებს გულისხმობდეს. ამ სიტყვებს შეიძლება, ნებისმიერი შინაარსი ჰქონდეს. ეს განცხადება ვერ გავიგე“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.