ალექსანდრე რაქვიაშვილი - 1 000-ლარიანი პენსიის დაპირება არის გაუაზრებელი პოპულიზმის კარგი მაგალითი, „ლელოს“ ვიღაც „პიარშიკებმა“ უთხრეს, რამე ასეთი დააბრეხვეთო და ამათაც დააბრეხვეს
1 000-ლარიანი პენსიის დაპირება გაუაზრებელი პოპულიზმის კარგი მაგალითია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რითიც 1 000-ლარიანი პენსიებისა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესახებ „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველაფერი, რასაც ეკონომიკაში აპირებენ, საბოლოო ჯამში, იქნება ეკონომიკისთვის დამაზიანებელი.
„ვიღაც „პიარშიკებმა“ უთხრეს, რამე ასეთი დააბრეხვეთო და ამათაც დააბრეხვეს. არაფერი არ უფიქრიათ და პირველივე კითხვა რომ გაჩნდა, ამას როგორ აპირებთო, დაიწყეს ისტერიულად რაღაცების ცვლილება. თუ დააკვირდებით მათ კომენტარებს, ყოველ კვირას ცვლიდნენ ახსნას. ყველაფერი, რასაც ეკონომიკაში აპირებენ, საბოლოო ჯამში, იქნება ეკონომიკისთვის დამაზიანებელი. ღმერთმა დაგვიფაროს და „ლელოს“ ხედვა რომ განხორციელდეს, ეკონომიკის ზრდის დაჩქარება კი არა, საერთოდ ეკონომიკური ზრდა გვექნება თუ არა, ეს იქნება საკითხი“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.