ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდში რეაბილიტირებული საჯარო სკოლები დაათვალიერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მერთან, გიორგი შენგელიასთან ერთად ,,მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული მერვე საჯარო სკოლა დაათვალიერა.
ამ სკოლასთან ერთად პროექტის ფარგლებში ზუგდიდში მე-10, მეოთხე, ინგირის მეორე და დარჩელის პირველი საჯარო სკოლები სრულად რეაბილიტირდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სველი წერტილები. შენობები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
სკოლები აღჭურვილია ასევე სასკოლო ავეჯითა და ინვენტარით.