ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ბაბარიკოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბელარუსის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა.
2020 წლის მაისში, ვიქტორ ბაბარიკომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. კომპანია „ბელგაზპრომბანკის“ მმართველი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე იმავე წლის ივნისში კომპანიის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.