ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელარუსი ევროპის რეგიონში უსაფრთხოების დონორია
ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელარუსი ევროპის რეგიონში უსაფრთხოების დონორია

ბელარუსი ევროპის რეგიონში უსაფრთხოების დონორია – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსი მშვიდობისმოყვარე ევროპული ქვეყანაა და რეგიონის კონფლიქტების დარეგულირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

რამდენიმე სახელმწიფოს ელჩების რწმუნებათა სიგელების მიღებისას, ლუკშენკომ აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფუძველი ეკონომიკაა.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, გასულ წელს ქვეყანამ უარყოფითი ტენდენციების დაძლევა მოახერხა, განავითარა ატომური ენერგეტიკა და ბიოტექნოლოგიები რაც ყველა კონტინენტის სახელმწიფოებთან კავშირების გაძლიერების დამატებით შესაძლებლობს აჩენს.

ბელარუსის პრეზიდენტმა 12 სახელმწიფოს ელჩების რწმუნებათა სიგელები მიიღო. მატ შორისაა:

საქართველო, ეგვიპტე, ისლანდია, ყაზახეთი, კამბოჯა, კოლუმბია, კუბა, მალაიზია, მალტა, ნიგერია, ტაჯიკეთი და ხორვატია. ბელარუსის პრეზიდენტს ეკუთვნის ინიციატივა ევროატლანტიკური სივრცისა და ევრაზიის სახელმწიფოებს შორის უთანხმოების დასაძლევად დიალოგის დაწყების შესახებ. მინსკში ამბობენ, რომ ახალი „ჰელსინკის პროცესის“ ფარგლებში დიალოგის წარმოება შესაძლოა ბელარუსში გახდეს შესაძლებელი.