ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა
ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, რეგიონებში არსებული ვითარება და მიმდინარე განვითარებები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას და ამ მხრივ არსებულ სამომავლო გეგმებს.

შეხვედრის დასასრულს ჭოუ ციენმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, რომ ჩინეთის მთავრობა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.