ალექსანდრე ჯეჯელავა - ჩემი ჩანაცვლება გუნდში ერთობლივმა გადაწყვეტილებამ განაპირობა
ჩემი ჩანაცვლება გუნდში პრემიერის, ჩემი და ჩემი კოლეგების ერთობლივმა გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომ ასე აჯობებდა განათლების სისტემისთვის და რეფორმებისთვის, – ამის შესახებ განათლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
ჯეჯელავას თქმით, კონსულტაციები მისი ჩანაცვლების შესახებ გუნდში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
“ჩემს მთავარ შეცდომად მივიჩნევ იმას, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება უფრო სწრაფად და თამამად შეიძლებოდა, ვიდრე გრძელვადიან პერიოდში”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ახალი მინისტრისთვის მთავარი გამოწვევა ეროვნული უმცირესობების სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობა და პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლეების სიმცირე იქნება.
“ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი განათლების სისტემა ძალიან შორს არის იმ სტანდარტებთა, რაც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მინისტრი შეძლებს ყველაფრს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ყველა მიმართულებით. ღრმა რწმენა მაქვს, რომ ეს რეფორმები გაგრძელდება. ძალიან დადებითი განწყობა მაქვს ახალი მინისტრის მიმართ და მისი მომავალი საქმიანობის მიმართ. ვაპირებ, რომ გვერდში დავუდგე და დავეხმარო”, – განაცხადა ჯეჯელავამ.