საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განათლების სამინისტროში განუცხადა.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ასევე აპირებს, რომ აშშ-ში გააგრძელოს სწავლა.
“მე ვაპირებ, რომ სასწავლო საქმიანობა გავაგრძელო. როგორც მოგეხსენებათ, ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში, ვატარებდი ტრენინგებს. ვმუშაობდი არასამთავრობო და კერძო სექტორში, შესაბამისად ამის გაგრძელებას ვაპირებ. მე უკვე მომზადებული ვიყავი 2017 წელს სადოქტოროს გასაგრძელებლად აშშ-ში, თუმცა ამ გეგმამ ახლა ცოტა ხნით გადაიწია. ვაპირებ აუცილებლად ჩავაბარო და წავიდე აშშ-ში სადოქტოროს გასაკეთებლად“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.