ალექსანდრე გოგინავა - მკურნალობის შემდეგ ტესტში შესაძლოა, არაცოცხალი ვირუსი დაფიქსირდეს, მაგრამ ამ პერიოდში პაციენტი გადამდები არ არის და სხვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს
სისტემაში და მკურნალობის დასრულების შემდეგ გაკეთებულ ტესტში შესაძლოა, არაცოცხალი ვირუსი დაფიქსირდეს, ამ პერიოდში პაციენტი გადამდები არაა და გარშემომყოფთათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.
გოგინავამ განმარტება გააკეთა იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც მათი კლინიკიდან გაწერის შემდეგ, საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ პაციენტს კორონავირუსის ტესტზე კვლავ დადებითი პასუხი დაუფიქსირდა.
ინფექციონისტის ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტი ორი კვირის წინ, ტესტზე ზედიზედ ორი უარყოფითი პასუხის შემდეგ გაწერეს და პროტოკოლის თანახმად, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
გოგინავას ინფორმაციით, სწორედ თვითიზოლაციაში ყოფნისას გაკეთებული ტესტი აღმოჩნდა დადებითი. თუმცა, ინფექციონისტის განმარტებით, საქმე რეინფიცირებასთან არ გვაქვს და კოვიდინფექციას მსგავსი „ქცევა” ახასიათებს. კერძოდ, სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კლინიკური სიმპტომების გაქრობისა და „პისიარ“ ტესტირების უარყოფითი პასუხების შემდეგ, ვირუსი შესაძლოა დარჩეს, მაგალითად, საჭმლის მომნელებელ სისტემაში და მკურნალობის დასრულების შემდეგ გაკეთებულ ტესტში სწორედ ეს, არაცოცხალი ვირუსი დაფიქსირდეს.
ექიმი განმარტავს, რომ თბილისის ინფექციური კლინიკისთვის ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა.