ალექსანდრე ელისაშვილი - შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა წინ გადადგმული ნაბიჯია
ალექსანდრე ელისაშვილი - შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა წინ გადადგმული ნაბიჯია

შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ქვეყანა ისტორიული ნაბიჯს დგამს და ემშვიდობება შემაფერხებელ, ფეოდალურ მაჟორიტარულ სისტემას.

მისი შეფასებით, მაჟორიტარი დეპუტატების უმეტესობა წლების განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში ხმას არ იღებდა და პარლამენტში ფულის საკეთებლად იყო.

ამასთან, ელისაშვილის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ძალები შეიყვანოს, ასევე შეიყვანოს რუსეთმა, თუმცა, მისი შეფასებით, აღნიშნული სისტემა კარგი შესაძლებლობაა ნორმალური პოლიტიკური პარტიებისთვისაც, რომლებსაც ძველი ბარიერი და მაჟორიტარული სისტემა უშლიდათ ხელს.

ალექსანდრე ელისაშვილი „სამოქალაქო მოძრაობის“ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნასა და მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ გუშინ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.