ალექსანდრე ძნელაძე - ახალი წლის წინა პერიოდში ლარის სეზონური გამყარება მოსალოდნელია
ალექსანდრე ძნელაძე - ახალი წლის წინა პერიოდში ლარის სეზონური გამყარება მოსალოდნელია

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ რთულია პროგნოზი, გამოიწვევს თუ არა ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ლარის გამყარებას.

თუმცა, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ წინასაახალწლო პერიოდში ლარი შესაძლოა, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით გამყარდეს.

„სეზონური გამყარება ზოგადად მოსალოდნელია ხოლმე ახალი წლის წინა პერიოდში, უახლოეს პერიოდში, მაგრამ რეალურად, დღეის მდგომარეობით, ის ინსტრუმენტები, რაც ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა, ცალსახად იყო ინფლაციური ფონის მოსახსნელად“, – აღნიშნა ძნელაძემ.

ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი 200 საბაზისო პუნქტით გაზარდა. ამასთან, შემცირდა ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა.