ალექსანდრე დარახველიძე - ვინაიდან კონკრეტული ერთი ჯგუფი იკრიბებოდა, რისკები არ არსებობდა, შესაბამისად კორდონები და დამატებითი ღონისძიებები არ იქნა მიღებული
რაც შეეხება დამატებით ძალებს ისინი იყვნენ შესაბამის ადგილას მობილიზებულები და საჭიროების შემთხვევაში ახდენდნენ შესაბამის რეაგირებას. მე მგონი, პოლიციამ გამოიყვანა ჟურნალისტები ვისზეც თავდასხმა ხდებოდა, სწრაფად მოვახდინეთ შესაბამისი ძალების გადმომისამართება შესაბამისი სარეზერვო ადგილებიდან და იმ ადამიანებმა უზრუნველყვეს მათი დაცვა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით, დამატებით მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანები და ადგილზე წიწაკის გაზიც იქნა გამოყენებული.
„ჩვენ გვყავდა გამოყვანილი ის ძალა რაც საჭირო იყო და ის მაქსიმალური მობილიზება რისი საშუალებაც ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებოდნენ მარშის მონაწილეები, რამდენიმე ლოკაცია უკვე დავასახელე, შესაბამისად იქ იყო მობილიზებული პოლიცია. ვინაიდან კონკრეტული ერთი ჯგუფი იკრიბებოდა რისკები არ არსებობდა, კორდონები და დამატებითი ღონისძიებები არ იქნა მიღებული. რაც შეეხება დამატებით ძალებს ისინი იყვნენ შესაბამის ადგილას მობილიზებულები და საჭიროების შემთხვევაში ახდენდნენ შესაბამის რეაგირებას. მე მგონი, პოლიციამ გამოიყვანა ჟურნალისტები ვისზეც თავდასხმა ხდებოდა , სწრაფად მოვახდინეთ შესაბამისი ძალების გადმომისამართება შესაბამისი სარეზერვო ადგილებიდან და იმ ადამიანებმა უზრუნველყვეს მათი დაცვა. სწორედ ამიტომ იყო ეს ძალები სხვადასხვა ადგილას მობილიზებული, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დროულად მათი ლოკაციაზე გასვლა. თითქმის 20 ადგილას მოუწია სხვადასხვა ლოკაციაზე პოლიციას გასვლა, მათ შორის არა ერთი ცრუ შეტყობინებაც იყო და გვიწევდა ტყუილად დანაყოფების გაშვება. ხალხი იყო გაშლილი მთელ ქალაქში. გუშინ იყო ის რაოდენობა მობილიზებული რაც წინა დღეს, უბრალოდ გუშინ იყო ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მობილიზება. წინა ღონისძიებაზე ხდებოდა 20 ლოკაციაზე მართვა და განსხვავება მე მგონი, ძალიან დიდია.
რაც შეეხება სპეციალურ საშუალებებს ჩვენ ყველა ღონისძიებაზე განსაკუთრებული დანიშნულების დეპარტამენტი გვყავდა გამოყვანილი. თქვენ თუ გულისხმობთ რატომ არ ეცვათ ამათ რობოკოპის ფორმა, ეს არის თავდაცვის საშუალება, რომელზეც არსებული სიტუაციის დინამიკაში, ანალიზის საფუძველზე იღებს პოლიცია გადაწყვეტილებას რა დროსაც უნდა მოხდეს ამ ფორმით გამოცხადება კონკრეტულ აქციაზე. ყველა ის თანამშრომელი, რომელიც გუშინ იღებდა მონაწილეობას მათ შორის არა ერთი თანამშრომელი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, დაახლოებით 1 500-მდე თანამშრომელი. მათ ეცვათ პოლიციის ფორმები და იცავდნენ დემონსტრანტების უფლებებს. ასევე გვყავდა დამატებით მობილიზებული წყლის ჭავლის მანქანები, გვყავდა შესაბამისი აღჭურვილობა მობილიზებული და თქვენ ნახეთ, რომ წიწაკის გაზიც იქნა გამოყენებული“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „თბილისი პრაიდის“ კვირეულში გამართული ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დღეს ბრიფინგი გამართა.