ალექსანდრე დარახველიძე - 7 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში უმძიმესი დღე იყო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 7 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში უმძიმესი დღე იყო.
მისი თქმით, პირების მიმართ, ვინც ამ მოვლენებში მონაწილეობდა, შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგა.
„ძალიან კარგად მახსოვს და ძალიან მძიმე იყო ის პერიოდი. მე სტუდენტი ვიყავი, როდესაც ეს ფაქტი მოხდა. პროტესტი, რომელსაც ხალხი აფიქსირებდა, სამართლიანი იყო. რა მეთოდით გაუსწორდნენ ამ პროტესტს, ჩვენი საზოგადოების თითოეულმა წევრმა კარგად ნახა, ასევე „იმედში“ შეჭრის ფაქტი იყო უმძიმესი. პირების მიმართ, ვინც ამ ქმედებაში მონაწილეობდა, შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგა. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ეს იყო უმძიმესი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.