ალექსანდრე დარახველიძე - რა ინფორმაციაც მაქვს, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების მიზანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს დეტალურად არ იცნობს, თუმცა რა ინფორმაციაც აქვს, კანონპროექტების მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
„დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საჯარო პოლიტიკაში ჩართული პირები გამჭვირვალედ მოქმედებდნენ“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.