ალექსანდრე დარახველიძე გაერო-ს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიაში მონაწილეობდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ნიუ იორკში, გაერო-ს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიაში. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე მიიღო მონაწილეობა ორმხრივ შეხვედრებში გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გერტრუდ ოფორივა ფეფოამესთან, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დანიშნულ სპეციალურ მრჩეველთან, სარა მინკარასთან.
ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.