ალექსანდრე დარახველიძე - დეტალურად ვსწავლობთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ეხება ბავშვზე ადევნებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, დანაშაულის ნიშნების დროს რეაგირება ხდება ძალიან სწრაფად
ალექსანდრე დარახველიძე - დეტალურად ვსწავლობთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ეხება ბავშვზე ადევნებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, დანაშაულის ნიშნების დროს რეაგირება ხდება ძალიან სწრაფად

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზედმიწევნით და დეტალურად ვსწავლობთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ეხება ბავშვის მიმართ ადევნებას, იძულებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, რათა ნებისმიერი ფაქტი იყოს გამოკვეთილი და დამნაშავე პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შეტყობინებაზე უწყებას მყისიერი რეაგირება აქვს.

„დიღომის ფაქტზე, სადაც ათი წლის ბავშვზე მოხდა ზეწოლა, დაკავებულია პიროვნება. ყველა შეტყობინებაზე, რაც პოლიციაში შემოდის 112-ის საშუალებით თუ სხვა, მყისიერი რეაგირება გვაქვს და დეტალურად ვსწავლობთ. არის გარკვეული შემთხვევები, სადაც დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. სადაც იკვეთება, პოლიცია უმკაცრეს რეაგირებას ახორციელებს. კონკრეტულ ციფრებს ვერ მოგაწვდით, თუმცა ყველა შეტყობინებაზე, რაც სოციალური ქსელით, 112-ით თუ სხვა საშუალებით ხდება ცნობილი, პოლიცია იწყებს მყისიერ რეაგირებას და იკითხება როგორც შემსწრე პირები, ასევე სავარაუდო დაზარალებულები, თვალიერდება კამერები. სადაც იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რეაგირება ხდება ძალიან სწრაფად“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.